კიტეიშვილი გუნდთან ვარჯიშობს და ფორმაში შედის - „შტურმის“ მწვრთნელს ტრავმირებულთა სიმრავლე აშინებს #1TVSPORT
კიტეიშვილი გუნდთან ვარჯიშობს და ფორმაში შედის - „შტურმის“ მწვრთნელს ტრავმირებულთა სიმრავლე აშინებს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი მოედანს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. ამის შესახებ გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა ბუნდესლიგის მე-7 ტურში „ჰარტბერგთან“ დაპირისპირებამდე ინტერნეტ-პორტალ laola1-სთან განაცხადა.

ავსტრიის ვიცეჩემპიონი შტირიის რეგიონის დერბიმდე ტრავმირებულთა სიმრავლის გამო რთულ მდგომარეობაშია. გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კიტეიშვილი სწორედ ამ კონტექსტში ახსენა. კრისტიან ილცერის თქმით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მომჯობინდა, მაგრამ ჯერ ფორმაში შესვლას ცდილობს.

„ოთარ კიტეიშვილს პრობლემა აღარ აწუხებს. ქართველი ნახევარმცველი გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა. თუმცა, მის დაბრუნებას მალე ველოდებით“, – თქვა „შტურმის“ მწვრთნელმა.

კრისტიან ილცერმა სხვა პრობლემურ მოთამაშეებზეც ისაუბრა: 

„ასევე საეჭვოა, ახალწვეული თავდამსხმელები უილიამ ბოევინგი და ალბინ აიეტი რომ გამოვიყენოთ. ისინი გუნდს დაეხმარებიან, მაგრამ არა პირველივე ტაიმიდან, მაგრამ თუ ისინი დაგვჭირდება, ბოლოსკენ თუ ვათამაშებთ. ასევე შემაშფოთებულია მეკარე იორგ ზიბენჰანდლის ტრავმა, ამავე მიზეზით იაკობ იანჩერის თამაშიც გამორიცხულია, მაგრამ ამდენი ტრავმირებული გუნდს ძალიან გვაფხიზლებს. ახლა უნდა მივცეთ დრო და იმედი მაქვს, რომ ისინი მზად საერთაშორისო პაუზის შემდეგ მაინც იქნებიან“.