კიტეიშვილი ძირითადში კაპიტნის სამკლაურით დაბრუნდა - ლოჩოშვილი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
კიტეიშვილი ძირითადში კაპიტნის სამკლაურით დაბრუნდა - ლოჩოშვილი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT

ავსტრიაში ბუნდესლიგა ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბებით დასრულდა – ოთარ კოტეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა ევროსაგზური მოიპოვა.

შეკრებაზე გამოჯანმრთელებული მოდის საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე კიტეიშვილი, რომელიც გრაცის „შტურმს“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გასვლითი მატჩი ვენაში „აუსტრიასთან“ 78 წუთი ითამაშა, გრაცელები კი 2:4 დამარცხდნენ.

25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ორიოდე ეპიზოდში თავი აზრიანი გადაცემებით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.

ლუკა ლოჩოშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა „ვოლფსბერგერში“ უშუალო კონკურენტის, ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც წყდებოდა, კონფერენს ლიგის საგზურს რომელი გუნდი მოიპოვებდა. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდი აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:1 მოიგო და ევროსაზგური მოიპოვა.

საბოლოოდ, გრაცის „შტურმი“ მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო „ვოლფსბერგერმა“ სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა (28 ქულა), ვენის „რაპიდი“ (25) ჩამოიტოვა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.