კიტეიშვილი და „შტურმი“ ევროპის ლიგის პლეიოფში ვერ გავიდნენ #1TVSPORT
კიტეიშვილი და „შტურმი“ ევროპის ლიგის პლეიოფში ვერ გავიდნენ #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ევროპის ლიგის პლეიოფში გასვლის მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა – ავსტრიული გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დანიაში „მიდტიულანდს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა, 30-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. ანგარიში დანიელებმა გახსნეს – თავი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ანდრეს დრაიერმა გამოიჩინა, რომელმაც 73-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „მიდტიულანდმა“ 2:0 მოიგო.

„შტურმმა“ კონფერენს ლიგის F ჯგუფი 8 ქულით დაასრულა, ისევე როგორც სხვა გუნდებმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და კონფერენს ლიგის 1/16-ფინალშიც ვერ გავიდა.

H ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამაც“, რომელიც გასვლაზე „მონაკოსთან“ 1:4 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.