კიტეიშვილი ავსტრიის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
კიტეიშვილი ავსტრიის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონატის მე-14 ტურის 11 რჩეულ მოთამაშეს შორის მოხვდა.

ქართველი „სქაი სპორტის“ ავსტრიულმა ვერსიამ გამოარჩია. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „შტურმმა“ სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა მდგარი „ჰარტბერგი“ ანგარიშით 3:1 დააამარცხა, 23 ქულა დააგროვა და კონკურენტს გადაასწრო.

ავსტრიული „სქაი სპორტის“ მოსაზრებით, წარმატებაში ქართველმა გამორჩეული როლი ითამაშა. კიტეიშვილის დამსახურება კი მოკლე ფრაზით აღნიშნა.

„კიტეიშვილმა სამჯერ დაარტყა კარში – ყველაზე მეტჯერ „შტურმის“ ფეხბურთელებიდან. მან მწვავე შეტევა ხუთჯერ წამოიწყო. ტურში უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა“, – წერს ავსტრიული „სქაი სპორტი“.