კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესოებშია - ხმის მიცემა გრძელდება
კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესოებშია - ხმის მიცემა გრძელდება

ავსტრიის ბუნდესლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა. პოპულარულმა გამოცემა laola1-მ 2019 წლის საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა დაიწყო.

გამოცემა გამორჩეულ მოთამაშეებს პოზიციების მიხედვითაც არჩევს. საუკეთესო ნახევარმცველებში კი ოთარ კიტეიშვილი მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველების ნომინაციაშია დასახელებული.

კიტეიშვილი გამოცემის მიერ შერჩეულ 6 რჩეულ ფეხბურთელს შორის დასახელდა. ჯერჯერობით, 22 წლის ქართველმა ხმების 9,19 პროცენტი მიიღო და მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ გამოკითხვა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობაც ყველას შეუძლია და არა არის გამორიცხული, ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე