ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში ქართულ სკოლას ესტუმრა – ინფორმაციას გრაცის ქართული სკოლის წარმომადგენელი რუსუდან ზაზაშვილი ავრცელებს.
„ჩვენს საკვირაო სკოლას ქართველი ფეხბურთელი ოთო კიტეიშვილი სტუმრობდა. მადლობა მას, რომ გამონახა დრო და ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს აჩუქა სიხარული“, – წერს რუსუდან ზაზაშვილი.
2019 წლის 1 ივლისს, ქალაქ გრაცში, საგანგებოდ ქართველი ბავშვებისათვის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა-სტუდია „იმედი“ გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს 4 წლის ასაკიდან იღებენ.