კიტეიშვილი ავსტრიაში ისევ დააფასეს - ზედიზედ მეორედ სიმბოლურში
კიტეიშვილი ავსტრიაში ისევ დააფასეს - ზედიზედ მეორედ სიმბოლურში
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ისევ გამოარჩიეს. ამ ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის მეხუთე ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდი, გრაცის „შტურმი“, რაინდორფში „ალტახს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
 
კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. მართალია, ქართველ ლეგიონერს ამჯერად თავი გოლით და საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია, მაგრამ მოედანზე დიდი სამუშაო შეასრულა და ფეხბურთის სტატისტიკის საერთაშორისო ინერნეტპორტალმა „სოფასკორმა“ ათბალიანი სისტემით 7,5 ქულა დაუწერა.
„შტურმის“ 10 ნომერს თავის პოზიციაზე, შემტევ ნახევარმცველებში, საუკეთესო შეფასება აღმოაჩნდა და „სოფასკორის“ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ეს ოთარ კიტეიშვილის ზედიზედ მეორე აღიარებაა. მეხუთე ტურში 23 წლის ქართველი ნახევარმცველი „სოფასკორმა“ ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.