ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში ნიკ კირგიოსი მსოფლიოს პირველ ნომერთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან სათამაშოდ კობი ბრაიანტის მაისურით გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ლეგენდა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხუთგზის ჩემპიონი, ავიაკატასტროფაში საკუთარ 13 წლის ქალიშვილთან ერთად დაიღუპა.