ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) მიიღო გადაწყვეტილება – ფსონების შესახებ წესების დარღვევისთვის დასაჯოს მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ინგლისის ნაკრების მცველი კირან ტრიპიერი.
როგორც გაზეთი „მირორი“ წერს, 30 წლის ტრიპიერი 10 კვირით ჩამოაშორეს ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველანაირ მოღვაწეობას. ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას მარტის დასაწყისში შეძლებს.
გარდა ამისა, ინგლისელს მოუწევს 70 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმის გადახდა.
თავდაპირველად, „ტოტენჰემის“ ყოფილ მცველს ბრალი წაუყენეს შვიდ ეპიზოდში და, საბოლოოდ, ბრალდებურად სცნეს ოთხში.