კირაკოზაშვილი ფინალშია, შავდათუაშვილი და გიგანი - ნახევარფინალში
კირაკოზაშვილი ფინალშია, შავდათუაშვილი და გიგანი - ნახევარფინალში

ქართული ნახევარფინალი თამაზ კირაკოზაშვილმა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელ სერჰი კრივჩაჩსა და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუთიძეს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ნუგზარ ტატალაშვილს, მან რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა და ზებედა რეხვიაშვილსა და კობა მჭედლიშვილს შორის გამარჯვებულს ელოდება.

ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობენ ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანიც, რომლებმაც მეოთხედფინალში შესაბამისად შვეიცარიელი ნილს შტუმპი და ბრიტანელი ერიკ ჰემი დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. შავდათუაშვილი ომარ ნიაზაშვილის დამმარცხებელ ჰოლანდიელ სემ ვესტენდეს შეხვდება, გიგანი კი რუს გიორგი შმაკოვსა და ირანელ მოჰამედ მოჰამადის შორის გამარჯვებულს ელის.