ქართული ნახევარფინალი თბილისის გრან-პრის მეორე დღესაც გაიმართება. -81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალისთვის ერთმანეთთან თამაზ კირაკოზაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი იჭიდავებენ. ორივე მათგანმა მეოთხედფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა. კირაკოზაშვილმა სტანისლავ სემიონოვს აჯობა, ტატალაშვილმა კი ალან ხუბეცოვს არ დაუტოვა შანსი.
პირველი არხი პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის ოლიმპიური სასახლიდან 16:00 საათზე დაიწყებს.