კინსი ვოლანსკი კოპა ამერიკას ფინალში მოედანზე შეღწევის მცდელობისას დააპატიმრეს
მოდელმა კინსი ვოლანსკიმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალისას მოედანზე შეიჭრა, იგივე ავანტიურის გამეორება კოპა ამერიკას ფინალისას სცადა. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი მამაკაცი ვიტალი ზდოროვეცკი.
„ვაღიარებ, კოპა ამერიკა, შენ გაიმარჯვე, მაგრამ ეს საინტერესო ავანტიურა იყო. ჩავფრინდით ბრაზილიაში, გამოვიცვალეთ, ტრიბუნებამდე მივაღწიეთ, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ვიტალი ოცმა მცველმა შეიპყრო. მოგვიანებით გაგვათავისუფლეს და ახლა ვტკბებით ბრაზილიით“, – დაწერა კინსიმ „ინსტაგრამში“.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, „ინსტაგრამში“ ვოლანსკის ხელმომწერთა რიცხვი 300 ათასიდან ორ მილიონამდე გაიზარდა. ექსპერტთა შეფასებით, ვოლანსკიმ და ზდოროვეცკიმ სხვადასხვა რეკლამის მეშვეობით, შესაძლოა ოთხი მილიონი ევრო გამოიმუშაონ.