„ბაიერნის“ ფრანგი ნახევარმცველი კინგსლი კომანი სერიოზულ ავტოსაგზაო ავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც მისმა ავტომობილმა ისეთი დაზიანებები მიიღო, რომ აღდგენას არ ექვემდებარება.
ინციდენტი 23 დეკემბერს, „მიუნხენსა“ და „შტარნბერგს“ შორის მოხდა. ფრანგმა თავისი McLaren 720s-ის გამოცდა გადაწყვიტა და სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ მართვაზე კონტროლი დაკარგა. ავტომობილი გზის პირას ბარიერს შეეჯახა და კიდევ 150 მეტრი იცურა.
საბედნიეროდ, კომანმა თავიდან აიცილა სერიოზული დაზიანებები და ტაქსით შინ მშვიდობით მივიდა.
პოლიციის ოქმში წერია, რომ კინგსლი ფხიზელი იყო და არც სიჩქარე გადაუჭარბებია, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს მოუწევს ჯარიმის გადახდა ავარიული სიტუაციის შექმნის გამო. საქმე ისაა, რომ ასფალტი სველი იყო და ფრანგმა ვერ გათვალა თავისი სპორტული ავტოს შესაძლებლობები.