გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ ზედიზედ მეცხრე ტიტული გაიფორმა. „რეკორდმაისტერის“ ნახევარმცველისთვის კინგსლი კომანისთვის ეს არის მეათე ჩემპიონობა ბოლო ცხრა სეზონში.
ფრანგი „ბაიერნის“ შემადგენლობაში ხუთჯერ მივიდა ბუნდესლიგის ჩემპიონობამდე, ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში, ასევე ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი „იუვენტუსთან“ ერთად.
აღსანიშნავია, რომ 2015-16 წლების სეზონში კომანმა ორი ჩემპიონობა მოიგო – „იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ შემადგენლობაში. საქმე ისაა, რომ ფრანგი სეზონს ტურინულ კლუბში იწყებდა, შემდეგ კი მიუნხენთა რიგებში გადავიდა და იქ დაასრულა სეზონი.