კინგსლი კომანმა „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივა [ვიდეო] #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა, კინგსლი კომანმა ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
როგორც „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდე იქნება ძალაში.
მიმდინარე სეზონში კინგსლი კომანმა ბავარიელთა შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.