მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის 32-ე ტურში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ვერდერი“ (1:0) და ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონობა.
„ბაიერნის“ ნახევარმცველისთვის, კინგსლი კომანისთვის ეს იყო ზედიზედ მერვე გამარჯვება ქვეყნის ჩემპიონატში. ბოლო ხუთი სეზონი ის გერმანიის ჩემპიონი ხდებოდა, მანამდე იტალიის ჩემპიონი გახდა „იუვენტუსთა“” ერთად, ორჯერ კი საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიმარჯვა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში.
ფრანგმა ამ უნიკალურ შედეგს 24 წლის ასაკში მიაღწია. ამ სეზონში კომანმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.