კიმიხმა ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და იანვარში დაუბრუნდება მინდორს
„ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჯოშუა კიმიხმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გერმანიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „დორტმუნდთან“ (3:2) მატჩში მიიღო.
როგორც მიუნხენური კლუბი იტყობინება, ქირურგიული ჩარევა წარმატებული იყო. სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ კიმიხი იანვარში ჩადგება მწყობრში.
„მოხარულები ვართ იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ, ჯოშუა ისევ მზად იქნება სათამაშოდ. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით რეაბილიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
ამ სეზონში კიმიხმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ჩემპიონატის ექვს მატჩში, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ბაიერნი“ 18 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგის გათამაშებას.