„ალფა რომეოს“ პილოტმა კიმი რაიკონენმა გამოაცხადა, რომ 2021 წლის სეზონის შემდეგ დაასრულებს კარიერას.
„აი, დასრულდა. ეს ჩემი ბოლო სეზონია ფორმულა 1-ში. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზამთარში მივიღე. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მოვიდა სხვა საქმეების დრო. სეზონი ჯერ ისევ გრძელდება, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ყველა გუნდსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს სარბოლო კარიერაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ცხოვრებაში და ფორმულა 1-ის მიღმა კიდევ ბევრი საინტერესო ხდება“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ რაიკონენმა.
ფინელი პილოტი 2007 წელს „ფერარის“ ბოლიდით გახდა ჩემპიონი და. ჯერჯერობით, ეს „სკუდერიას“ ბოლო ჩემპიონობაა. კარიერის განმავლობაში მოიგო 21 რბოლა, მოიპოვა 18 პოული და 103-ჯერ ავიდა პოდიუმზე.