ცნობილმა ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლაისტერსმა, რომელმაც 2020 წელს პროფესიული კარიერის განახლება დააანონსა, „ტვიტერის“ საკუთრ გვერდზე დაასახელა ტურნირები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს.
კერძოდ, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ითამაშებს მონტერეიში (მექსიკა), ინდიან უელსსა (აშშ) და ჩარლსტონში (აშშ). კიმი პროფესიულ ტურში 2020 წლის მარტში დაბრუნდება. მონტერეის ტურნირი 2 მარტს იწყება, ინდიან უელსში – 11 მარტს, ჩარლსტონში – 4 აპრილს.
36 წლის ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულია: მას სამჯერ აქვს მოგებული აშშ-ის ღია პირველობა (2005, 2009, 2010) და ერთხელ ავსტრალიის ღია პირველობა (2011).
პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ ბელგიელმა 2012 წლის ბოლოს გამოაცხადა. იმ დროს, ბელგიელი სამი შვილის დედა იყო.