კიმ კლაისტერსი ტრიუმფით დაბრუნდა - ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, მათ შორის „დიდი სლემის“ ტურნირების ორ ჩემპიონთან
კიმ კლაისტერსი ტრიუმფით დაბრუნდა - ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, მათ შორის „დიდი სლემის“ ტურნირების ორ ჩემპიონთან

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლაისტერსი რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ტრიუმფალურად დაბრუნდა დიდ ჩოგბურთში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საჩვენებელ ტურნირზე (World Team Tennis) მან ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.

კლაისტერსმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბერნარდა პერი (5:2), ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი სოფია კენინი (5:3), დანიელ კოლინზი (5:4), აშშ-ის ღიას 2017 წლის ჩემპიონი სლოან სტივენსი (5:2) და ოლგა გოვორცოვა (5:1).

37 წლის კლაისტერსმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ 2012 წლის ბოლოს გამოაცხადა. ბელგიელი „დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონია – სამჯერ მოიგო აშშ-ის ღია (2005, 2009, 2010) და ერთხელ ავსტრალიის ღია (2011).