კიმ კლაისტერსი - აშშ-ის ღია პირველობისთვის ვემზადები
კიმ კლაისტერსი - აშშ-ის ღია პირველობისთვის ვემზადები

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა განმარტა – აპირებს თუ არა კარანტინის შემდეგ პროფესიულ ტურში დაბრუნებას.

„დანებებას არ ვაპირებ. მინდა გავაგრძელო ჩემს დაბრუნებაზე მუშაობა და დავრწმუნდე – რა შემიძლია. როცა გავიგე, რომ აშშ-ის ღია პირველობა მაინც შეიძლება ჩატარდეს, მივხვდი, რომ მინდა ამ ტურნირზე თამაში და საკუთარი ძალების შემოწმება. ახლა მოვემზადები და ფორმას ავკრეფ.

მომწონს მზადების პროცესის გავლა გუნდთან ერთად. რა თქმა უნდა, რაღაც კარგად გამოდის, რაღაც – არა. მაგრამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

რაც შეეხება ოჯახს, აუცილებელია ბალანსის დაცვა. ვფიქრობ, ამ პრობლემას აწყდება ბევრი მშობელი, რომლებსაც სურთ ოჯახისა და საყვარელი საქმის შეთავსება. ჩვენ ადაპტირებას ვახდენთ ახალ პირობებში. ეს ყველაფერი შესაძლებელია ახლობელი ადამიანების წყალობით,“ – მოჰყავს კლაისტერსის სიტყვები WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდს.

კიმ კლაისტერსმა წლევანდელი სეზონის წინ გამოაცხადა ჩოგბურთში დაბრუნების შესახებ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.