“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის კილიან მბაპეს უმცროს ძმას, ეთან მბაპეს წარმატებული დებიუტი ჰქონდა პსჟ-ის 12-წლამდე ფეხბურთელთა გუნდში.
პარიზული გუნდი ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო თასზე თამაშობს და პირველ მატჩში იაპონურ გუნდს მოუგო – 9:0. პსჟ-ის მეშვიდე გოლი სწორედ უმცროსმა მბაპემ გაიტანა.
ტურნირი ესპანეთის ქალაქ ხერონაში იმართება. სხვადასხვა დროს, ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო თასზე ლიონელ მესის, სესკ ფაბრეგასსა და მარსელოს უთამაშიათ.