კილიან მბაპეს უმცროსი ძმაც „რეალში“ გადასასვლელად ემზადება #1TVSPORT
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპეს უმცროსი ძმაც „პარი სენ-ჟერმენიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასასვლელად ემზადება.
17 წლის ეთან მბაპე ცენტრალური ნახევარმცველია. მან „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდულ გუნდში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პარიზული კლუბის ძირითად შემადგენლობაში კი უმცროსი მბაპე სულ სამჯერ გამოჩნდა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
Transfermarkt-ი ეთან მბაპეს სატრანსფერო თანხად 500 ათას ევროს ასახელებს.