„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ჯერ ისევ ოცნებობს მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე.
გამოცემა The Athletic-ი წერს, რომ ფეხბურთელიც და კლუბიც კვლავინდებურად არიან დაინტერესებული თანამშრომლობით.
„რეალს“ არ უნდა, რომ მბაპეს შესაძლო ტრანსფერი მედიაში განიხილებოდეს, ამიტომაც საჯაროდ უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. გასულ ზაფხულში ფრანგის გაფორმების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მადრიდული კლუბი ფრთხილად მოქმედებს.
მაგრამ „რეალი“ და მბაპეს გარემოცვა ზაფხულიდან ინარჩუნებენ კონტაქტს. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო აქტიურობა კილიანის შესაძლო გადასვლის სასარგებლოდ.
მბაპე იანვარში არ წავა „პარი სენ-ჟერმენიდან“. შესაძლოა, ტრანსფერი არც ზაფხულში განხორციელდეს. პარიზულმა კლუბმა აჩვენა, რომ დღის წესრიგში არ უდგას თავისი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობა. მაგრამ პსჟ-ში იციან, რომ მბაპეს არ დავიწყებია „რეალში“ თამაშის ოცნება. ამასთან, ფორვარდსა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დაძაბულობა არსებობს.