კილიან მბაპეს კორონავირუსი აქვს
კილიან მბაპეს კორონავირუსი აქვს

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კორონავირუსი აქვს. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მბაპემ ეროვნული გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.

„კილიან მბაპე გამოტოვებს ხორვატიასთან თამაშს. მისი COVID 19-ის ტესტი, რომელიც უეფამ ჩაატარა, დადებითი იყო. ასე რომ კილიანი დანარჩენი გუნდისგან იზოლირებულია“, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების წარმომადგენელმა ორშაბათის პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთი ხორვატიას ერთა ლიგაზე, რვა სექტემბერს ეთამაშება.

21 წლის მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და 124 შეხვედრაში 90 გოლი აქვს გატანილი.