კილიან მბაპეს დებიუტი მადრიდის „რეალში“ უეფა-ს სუპერთასის შეხვედრაში შედგება #1TVSPORT
კილიან მბაპეს დებიუტი მადრიდის „რეალში“ უეფა-ს სუპერთასის შეხვედრაში შედგება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უეფა-ს სუპერთასის მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.

24-კაციან შემადგენლობაში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპეც მოხვდა, რომელიც „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.

უეფა-ს სუპერთასზე „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, რომელმაც ევროპის ლიგის ფინალში „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა.

სუპერთასის მატჩი 14 აგვისტოს ვარშავაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.