„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს შესახებ ახალ სერიალს გადაიღებენ.
როგორც გამოცემა Sports Zone წერს, გადამღები ჯგუფი მუშაობას ფეხბურთელის წინასასეზონო მზადებისას დაიწყებს და თვალს მიადევნებს მის გამოსვლას ევრო 2024-სა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე, ნაჩვენები იქნება ახალი კლუბის არჩევა, რომელშიც მბაპე, სავარაუდოდ, 2024 წლის ზაფხულში გადავა.
სერიალის პრემიერა 2024 წლის აგვისტოს ბოლოს შედგება. იმ შემთხვევაში, თუ მბაპე 2023 წლის ზაფხულში გადავა რომელიმე სხვა კლუბში, სერიალის წარმოებას საფრთხე დაემუქრება, მაგრამ ბოლომდე განწირული მაინც არ იქნება.