„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ მიიღო გადაწყვეტილება – არ გაემგზავროს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე. ამის შესახებ გაზეთმა „პარიზიენმა“დაწერა.
22 წლის ფეხბურთელს დიდი სურვილი ჰქონდა – ეთამაშა საფრანგეთის სახელით ტოკიოს ოლიმპიადაზე, მაგრამ მჭიდრო გრაფიკის გამო, ამ იდეაზე უარი განაცხადა.
როგორც ცნობილია, 2021 წლის ზაფხულში ევრო 2020 და ოლიმპიადა იმართება. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღია – 11 ივნისი-11 ივლისი, ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი კი 21 ივლისიდან 7 აგვისტომდე გაიმართება.