კილიან მბაპემ „რეალის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ სექტემბერის საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გასულ თვეში „სამეფო კლუბის“ მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.
მბაპემ დუბლი „ბეტისთან“ შეხვედრაში შეასრულა, ხოლო „ალავესთან“, „ესპანიოლთან“, „შტუტგარტსა“ და „სოსიედადთან“ თითო გოლი გაიტანა. ფრანგმა ფეხბურთელმა აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, „რეალის“ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რომელთაც თვის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს“, – განაცხადა მბაპემ.
25 წლის ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის გრანდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.