კილიან მბაპემ რაფაელ ნადალს აჩუქა თავისი მაისური, რომლითაც მას ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ახალბედამ, კილიან მბაპემ ლეგენდარულ ჩოგბურთელს, რაფაელ ნადალს აჩუქა მაისური, რომლითაც დებიუტი ჰქონდა ლა ლიგაში, – წერს გაზეთი Marca.
კვირას „რეალმა“ სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა „მალიორკას“ წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში. მატჩის შემდეგ ფრანგმა ესპანელ ჩოგბურთელს თავისი სათამაშო მაისური გადასცა.
ცნობილია, რომ ნადალი „რეალის“ გულშემატკივარია და მალიორკაზე ქალაქ მანაკორში ცხოვრობს. ის მატჩზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.