„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ კომენტარი გაუკეთა ჭორებს კლუბიდან მისი სავარაუდო წასვლის შესახებ. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
„მე აქ ვიმყოფები და ვმონაწილეობ ოთხწლიან პროექტში. ეს მნიშვნელოვანი და საიუბილეო წელია კლუბისთვის. რაც უნდა მოხდეს, მე აქ ვიქნები მეოთხე წელს. შევეცდები ჩემს გუნდს ტიტულები მოვუტან“, – მოჰყავს მბაპე სიტყვები გაზეთ „ეკიპს“.
მბაპე ბოლო ორი სეზონი საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ევროს უტოლდება.
მომავალ სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ დაარსებიდან 50 წლისთავს იზეიმებს.