საფრანგეთის ნაკრებისა და „პარ სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ, რომელსაც გრიპის სიმპტომები დაუფიქსირდა, ტესტირება კორონავირუსზე გაიარა.
სუპერვარსკვლავს, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ყელის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნებოდა, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მბაპე გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის, რომელიც ეპიდემიის გაზრდილი საფრთხის გამო გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.