კილიან მბაპემ და ნეიმარმა თავიანთი კონფლიქტის ფონზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT
კილიან მბაპემ და ნეიმარმა თავიანთი კონფლიქტის ფონზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდები – კილიან მბაპე და ნეიმარი მივიდნენ ერთობლივ შეთანხმებამდე – კონფლიქტის მიუხედავად, ერთმანეთი საჯაროდ არ განიხილონ, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

წყაროს ცნობით, შუამავალი ფრანგსა და ბრაზილიელს შორის მოლაპარაკებებში ლიონელ მესი იყო. ფეხბურთელებმა მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ არ ილაპარაკონ ერთმანეთზე პრესაში, რათა მათი ნათქვამი არ იყოს არასწორად ინტერპრეტირებული. მბაპემაც და ნეიმარმაც მიიღეს ეს პოზიცია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია გუნდში ჰარმონიისთვის და კლუბის იმიჯისთვის.

შეგახსენებთ, რომ მბაპესა და ნეიმარს შორის კონფლიქტი ლიგა 1-ის მეორე ტურში წარმოიშვა. მაშინ „,მონპელიეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში მბაპემ ვერ შეძლო პენალტის გამოყენება. მოგვიანებით, მან ნეიმარისთვის ბურთის წართმევა მოინდომა, რათა კიდევ ერთი 11-მეტრიანი შეესრულებინა, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი არ დათმო.

პრესის ცნობით, თითქოს ეს კონფლიქტი პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა მოაგვარა, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ინციდენტი არ ამოწურულა.