კილიან მბაპემ აუქციონზე ნახევარი მილიონი გადაიხადა პელეს გამოსახულებიან სურათში #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები დაესწრნენ გალასაღამოს, რომლის მიზანიც იყო პარიზული კლუბის საქველმოქმედო ფონდისთვის თანხის შეგროვება. გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, ფორვარდმა კილიან მბაპემ, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს პსჟ-ს, საღამოს ყველაზე ძვირადღირებული ლოტი შეიძინა – მან 520 ათასი ევრო გადაიხადა სურათში, რომელზეც ლეგენდარული ბრაზილიელი პელეა გამოსახული.
მბაპემ აუქციონი მოუგო პსჟ-ის მაროკოელ მცველს, აშრაფ ჰაკიმის.
სურათი, რომლის სახელწოდებაა O Rei („მეფე“), ფრანგი მხატვრის, ალექსანდრ ჰოპარეს შექმნილია. ლოტის სასტარტო ფასი იყო 5 ათასი ევრო, მაგრამ საბოლოოდ ხელოვნების ნიმუში 100-ჯერ ძვირად გაიყიდა.
საერთო ჯამში, გალასაღამოს დროს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა 2.7 მილიონი ევრო შეაგროვეს.