„პარი სენ-ჟერმენი“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის კილიან მბაპეს შენარჩუნებას ცდილობს. როგორც გამოცემა OK Diario-მ გაარკვია, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ სცადა ფორვარდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა. ამის სანაცვლოდ, მბაპეს წელიწადში 50 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზეს. 20 წლის ფრანგმა კი ეს წინადადება უარყო.
უნდა აღინიშნოს, რომ მბაპეს მიმდინარე კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. როგორც ვარაუდობენ, ფეხბურთელის მხრიდან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქვა მომავალ ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლის სურვილს უკავშირდება.