სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა „პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი კილიან მბაპე. ის 265.2 მილიონ ევროდ შეაფასეს. მეორე გახდა რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტიდან” – 223.7 მილიონი. მესამე – მოჰამედ სალაჰი. „ლივერპულის” ვარსკვლავი 175.1 მილიონი ევრო ღირს.
ტოპ-შვიდეულში ასევე შედიან: ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, 168,9 მლნ ევრო), სადიო მანე (ლივერპული, 155,6 მლნ ევრო), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, 150,5 მლნ ევრო) და მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი, 134,3 მლნ ევრო).
„ბარსელონას“კაპიტანმა ლიონელ მესიმ მერვე ადგილი დაიკავა – არგენტინელის ფასი 125.7 მილიონია ევროა. ათეული შეავსეს „ბარსელონას“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა (123.6 მილიონი) და „ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა (115.7 მილიონი).
„იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო რეიტინგის 49-ე პოზიციაზეა. მისი ღირებულებაა 80.3 მილიონი ევრო. რონალდოზე ზემოთ ექსპერტებმა დააყენეს, მაგალითად, ნიკოლო ძანიოლო (რომა), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ლუკა იოვიჩი (რეალი) და მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
CIES-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა ალისონი „ლივერპულიდან“ (87.6 მილიონი ევრო), ყველაზე ძვირი ნახევარმცველი – ჯეიმს მედისონი (ლესტერი, 112.4 მილიონი).