კილიან მბაპე ტოკიოს ოლიმპიადისთვის საფრანგეთის ნაკრების წინასწარ შემადგენლობაში შეიყვანეს
კილიან მბაპე ტოკიოს ოლიმპიადისთვის საფრანგეთის ნაკრების წინასწარ შემადგენლობაში შეიყვანეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე შეყვანილია საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წინასწარ გაფართოებულ შემადგენლობაში. ამ გუნდმა 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე უნდა ითამაშოს.

21 წლის მბაპე 80-კაციან სიაში მოხვდა. მალე ამ ჩამონათვალს 50 ფეხბურთელამდე შეამცირებენ, ბოლოს კი დასახელდება 22-კაციანი განაცხადი. მასში 23 წლამდე ასაკის 18 ფეხბურთელი იქნება და უფროსი ასაკის ოთხი მოთამაშე.

„მბაპე სიაშია, რადგან ასაკი და ნიჭი ტოკიოში თამაშის საშუალებას აძლევს, მაგრამ კლუბების პრეზიდენტებს მიაჩნიათ, რომ ოლიმპიური თამაშების ვადები მაინც და მაინც მოხერხებული არ არის”, – აღნიშნა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლეგრეტმა.

ადრე თავად მბაპემ განაცხადა, რომ სურს ოლიმპიადაზე გამოსვლა, მაგრამ არ შევა კლუბთან კონფლიქტში, თუ „პარი სენ-ჟერმენი“ უარს იტყვის მის ტოკიოში გაშვებაზე. მბაპეს ასევე ელოდება ზაფხულში ევრო 2020-ზე თამაში.