„პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერი კილიან მბაპე თაღლითების მსხვერპლი გახდა, – დაწერა გაზეთმა „ეკიპმა“.
წყაროს ცნობით, ფრანგი ფორვარდის სახელი მისი თანხმობის გარეშე გამოიყენეს ბიტკოინის კრიპტოვალუტის რეკლამაში. ვიდეორგოლში რომელიც მოუწოდებს კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებას, მბაპეს გამოსახულება იყო გამოქვეყნებული. ფეხბურთელი აპირებს სასამართლოს მიმართოს.
2019-20 წლების სეზონში მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის 20 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა, რასაც ხუთი შედეგიანი პასიც დაუმატა.