კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა #1TVSPORT
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გუნდის ახალი კაპიტნის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.

როგორც გაზეთი L’Equipe წერს, ეს როლი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს ერგო. ის უგო ლორისის შემცვლელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა საერთაშორისო კარიერა.

მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში 66 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 36 გოლი და 23 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საფრანგეთის ნაკრები 24 მარტს დაიწყებს ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირს – პირველ ტურში ის შინ მიიღებს ნიდერლანდების ნაკრებს.