„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ნანტს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 2:0.
ამ შეხვედრაში კილიან მბაპემ ბურთი გაიტანა, რომელიც პარიზული კლუბის შემადგენლობაში მისთვის 71-ე გოლი აღმოჩნდა (სულ მბაპეს „პარი სენ-ჟერმენში“ 101 მატჩი აქვს ჩატარებული).
გატანილი გოლით 20 წლის მბაპემ „პსჟ“-ს ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის დაიმკვიდრა ადგილი.
პირველი ადგილი ედისონ კავანის უჭირავს, რომელმაც პარიზულ გუნდში 289 მატჩი ჩაატარა და 195 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „პსჟ“ სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო მატჩს პარიზელები „მონპელიესთან“ 7 დეკემბერს გამართავენ.
„პარი სენ-ჟერმანი“ 1970 წელს დაარსდა და ევროპულ გრანდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კლუბია.