„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღების შემდეგ პარიზულ კლუბში საკუთარ მომავალზე ილაპარაკა.
„მე ყოველთვის მინდოდა მოგება და საკუთარი სახელის ჩაწერა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში. მაგრამ იმ ამბიციებითაც კი, რომელიც მე გამაჩნია, არ ველოდი, რომ ამდენს ასე სწრაფად მივაღწევდი. ეს მართლაც ძალიან სასიამოვნოა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შარშან ასეთი არჩევანი გავაკეთე. მე აქ ვარ და სიამოვნებას ვიღებ, უკეთესი ვხდები, როგორც მოთამაშე. სარგებელს ვიღებ ამ ყველაფრისგან. მე აქ ვიქნები მომდევნო წელს. ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა მბაპემ დაჯილდოების ცერემონიისას.