კილიან მბაპე ლიონელ მესის ბომბარდირულ გრაფიკს  ორჯერ უსწრებს
კილიან მბაპე ლიონელ მესის ბომბარდირულ გრაფიკს  ორჯერ უსწრებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს 20 დეკემბერს 21 წელი შეუსრულდა. ფრანგ ფეხბურთელს ამ მომენტისთვის 103 გოლი აქვს კარიერაში და ბომბარდირული გრაფიკით „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესისა და „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს უსწრებს.

მესის 21 წლის ასაკში 48 გოლი ჰქონდა, რონალდოს – 27 გოლი.

მბაპემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.