კილიან მბაპე - კატარში ოქროს ბურთის მოსაგებად არ ვარ, მუნდიალის მოგება მინდა #1TVSPORT
კილიან მბაპე - კატარში ოქროს ბურთის მოსაგებად არ ვარ, მუნდიალის მოგება მინდა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელმაც პოლონეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ორჯერ გაიტანა (3:1), განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს.

„აქ ჩამოვედი მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად. მე არ ვარ აქ „ოქროს ბურთის“ ან „ოქროს ბუცის“ მოსაგებად. თუ მოვახერხებ ამ ჯილდოების მოპოვებას, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო და დავეხმარო საფრანგეთის ნაკრებს“, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს Sky Sports-ი.

კილიან მბაპე პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე გალიდერდა კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა ბრძოლაში და ტურნირზე თავისი მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა.

საფრანგეთი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისს შეხვდება, რომელმაც პლეიოფში სენეგალი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.