კილიან მბაპე ისევ არ გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში #1TVSPORT
კილიან მბაპე ისევ არ გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გამოაცხადა შემადგენლობა ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის. მთავარი სიახლე ის არის, რომ კილიან მბაპე ისევ არ არის გამოძახებული ეროვნულ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ფორვარდს არ უთამაშია ნაკრებში ოქტომბრის მატჩებში. ამ პერიოდში მან მოასწრო სტოკჰოლმის ღამის კლუბში სტუმრობა და სექსსკანდალში გახვევა.

„მე მქონდა მასთან რამდენიმე დისკუსია. გავიაზრე ეს საუბრები და მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ასე უკეთესი იქნება.

არ ვაპირებ კამათს. შემიძლია ორი რამ გითხრათ: კილიანს უნდოდა ჩამოსვლა, და ეს არ არის არასპორტული პრობლემები. ეს არის ერთჯერადი არჩევანი ორი მომავალი მატჩისთვის, რომელიც წინ გველოდება“, – განაცხადა დეშამმა.

მბაპეს გარეშე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ლუკა შევალიე (ლილი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (ლანსი);

მცველები – ჟონათან კლოსი (ნიცა), ლუკა დინი (ასტონ ვილა, ინგლისი), უესლი ფოფანა (ჩელსი, ინგლისი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);

ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა (რეალი), მატეო გენდუზი (ლაციო, იტალია), ნ’გოლო კანტე (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი), მანუ კონე (რომა, იტალია), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი);

თავდამსხმელები – ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), რანდალ კოლო მუანი (პარი სენ-ჟერმენი), კრისტოფერ ნკუნკუ (ჩელსი), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია).

საფრანგეთის ნაკრები 14 და 17 ნოემბერს შეხვდება ისრაელსა და იტალიას.