„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე საფეხბურთო სიმულატორის ფიფა21-ის გარეკანზე იქნება გამოსახული.
21 წლის ფრანგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.
მბაპეს ფოტო გაჩნდება ჩვეულებრივი გამოცემის, ასევე Champions Edition-სა და Ultimate Edition-ის გარეკანებზე.
ერთ-ერთ ფოტოზე ფეხბურთელი გამოსახულია იმ პოზაში, რომლითაც ის გატანილ გოლებს აღნიშნავს. ასე აკეთებდა კილიან მბაპეს უმცროსი ძმა, როცა ვარსკვლავს FIFA-ში ამარცხებდა.
FIFA21 2020 წლის ოქტომბერში გამოვა.