კილიან მბაპე და ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად ლორან ბლანს ითხოვენ
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდები ნეიმარი და კილიან მბაპე გუნდის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის წინააღმდეგ გამოდიან.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონის მსვლელობისას დაკარგეს ნდობა გერმანელი სპეციალისტის მიმართ. ისინი უკმაყოფილონი არიან მისი მუშაობის მეთოდებით და არ სჯერათ მისი პროექტის.
აღნიშნავენ, რომ ნეიმარმა და მბაპემ თხოვეს პარიზული კლუბის ბოსებს – გაანთავისუფლონ ტუხელი რაც შეიძლება მალე. მათ სურთ გუნდში ლორან ბლანის დაბრუნება, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა პსჟ-ს 2013-16 წლებში. დღეს ფრანგი სპეციალისტი უმუშევარია.
დღეისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ რვამატჩიანი მოგებების სერია აქვს საფრანგეთის ჩემპიონატში და 24 ქულით ლიდერობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა.