კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ ბრწყინვალე ფორვარდის, კილიან მბაპეს შეძენას შეეცდება, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ვიკტორ ფონტი მბაპეს მთავარ სატრანსფერო პრიორიტეტად განიხილავს და ფრანგი თავდამსხმელის შეძენას მომავალ წელს გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მბაპეს შეძენით „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონას“ მთავარი მეტოქე, „რეალი“ არიან დაინტერესებულები.
ახალ სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.