ცნობილი გახდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ფორმატის დეტალები. ამ ტურნირის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი, რომელთაგანაც 12 წარმოადგენს ევროპას. გუნდები რვა ჯგუფად დაიყოფიან (თითოში სამი გუნდი). ჯგუფების გამარჯვებულები პლეი ოფში გავლენ. ელოდებიან, რომ ფორმატს დაამტკიცებენ ფიფას სხდომაზე, რომელიც მაიამიში 15 მარტს გაიმართება, – იტყობინება გერმანული გამოცემა „კიკერი“ (Kicker).
ადრე წერდნენ, რომ ევროპული კლუბების სიაში მოხვდებიან – „რეალი“, „ბარსელონა“, „ლივერპული“,„მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „ბაიერნი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „აიაქსი“.