„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა „ბაიერნის” წინააღმდეგ გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ტრავმა მიიღო.
როგორც გამოცემა „კიკერმა“ გაარკვია, ნორვეგიელმა ფეხი მაშინ დაიზიანა, როცა შეხვედრის მთავარ არბიტრს დაეჯახა. ამ მიზეზით, ის 72-ე წუთზე შეცვალეს.
ფორვარდის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, ამიტომაც ის შეძლებს 30-ე ტურში დაბრუნებას „ჰერტას“ წინააღმდეგ. ეს მატჩი დორტმუნდში 6 ივნისს გაიმართება. თუმცა, ჰალანდს მოუწევს 29-ე ტურის გამოტოვება, რომელშიც „დორტმუნდი” 31 მაისს სტუმრად ეთამაშება „პადერბორნს“.
ამ სეზონში ჰალანდმა „დორტმუნდში“ 14 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.