კიკე სეტიენს მოედანზე ახალბედა ფეხბურთელების გაყვანის ეშინია
კიკე სეტიენს მოედანზე ახალბედა ფეხბურთელების გაყვანის ეშინია

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების მოედანზე გაყვანას კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის გამო უფრთხის. მწვრთნელს მიაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია და საჭიროა კლუბის სტრატეგიის შეცვლა.

„ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკის მიცემა მხოლოდ ჩემი კომპეტენცია არ არის, ეს სეზონის დასაწყისში კლუბის სტრატეგიის შემუშავებისას უნდა დაიგეგმოს, – ციტირებს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის სიტყვებს Marca . – თუ გყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოები არიან, ძალიან ძნელია, რომ მათ ნაცვლად ახალბედა ფეხბურთელი დააყენო.

ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს, გვინდა, რომ ყოველთვის პირველ პოზიციაზე ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად მოვითხოვთ, 17 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონივით ითამაშოს. თუ მე, რამდენიმე ახალბედას მოედანზე შევუშვებ და ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, დაუყოვნებლივ გამაგდებენ“, – ამბობს „ბარსელონას“ დამრიგებელი კიკე სეტიენი.